loader

“მსჯავრდებულები 3000-მდე მოქალაქის 13 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“ - ფულის გათეთრების ფაქტზე 3 პირი დამნაშავედ ცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მსჯავრდებულები 3000-მდე მოქალაქის 13 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“ - ფულის გათეთრების ფაქტზე 3 პირი დამნაშავედ ცნეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე „FOREX“ და ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განსაზღვრეს. ასევე, ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავიანთ ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. მათივე განმარტებით, მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა შვეიცარიული ბანკის და ბრიტანული კომპანიის საბანკო ანგარიშზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ. შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდათ და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. 2018 წლის სექტემბერში კი პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და შესაბამისად, ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს.

საქმიანობის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2014-2018 წლებში, მსჯავრდებულები 3000-მდე მოქალაქის 13 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიღებული უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მათი წარმოშობის დაფარვის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ფულადი თანხები მათთან დაახლოებული პირების კონტროლირებად ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით გაიტანეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.