loader

Titan-ის ტრაგედიის შემდეგ ინტერნეტი ააფეთქა Simpsons-ების ერთ-ერთმა ეპიზოდმა, რომელსაც წინასწარმეტყველებად თვლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Titan-ის ტრაგედიის შემდეგ ინტერნეტი ააფეთქა Simpsons-ების ერთ-ერთმა ეპიზოდმა, რომელსაც წინასწარმეტყველებად თვლიან

Titan-ის ტრაგედიის შემდეგ ინტერნეტი ააფეთქა Simpsons-ების ერთ-ერთმა ეპიზოდმა, რომელსაც წინასწარმეტყველებად თვლიან.

Simpsons-ის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ საკულტო შოუმ 2006 წელს გასულ ეპიზოდში Titan-ის ტრაგედია იწინასწარმეტყველა. მულტიპლიკაციაში ჩანს, რომ ჰომერი და მეგობრები “ტიტანიკის“ მოსანახულებლად ჩადიან, სადაც განძსაც კი აღმოაჩენენ. თუმცა სუბმარინი კატასტროფას განიცდის და ჟანგბადი თავდება.

23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ, OceanGate-მა, დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია. მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მან ასევე მიზეზზეც ისაუბრა, სადაც ახსნა, რომ გემზე მოხდა იმპლოზია, წნევის გამო ბატისკაფი, ფაქტობრივად, ქილასავით შეიკუმშა.

ტრაგედია "ტიტანიკთან" 487 მეტრში მოხდა. ცნობისთვის, "ტიტანი", სადაც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, "ტიტანიკის" ნამსხვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრა. საათისა და 45 წუთის შემდეგ ის რადარებიდან გაქრა.