ცნობილია, რა დაემართა "ტიტანს" და როგორ დაიღუპა ეკიპაჟის ხუთივე წევრი
23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ, OceanGate-მა, დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია.
მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მან ასევე მიზეზზეც ისაუბრა, სადაც ახსნა, რომ გემზე მოხდა იმპლოზია, წნევის გამო ბატისკაფი, ფაქტობრივად, ქილასავით შეიკუმშა.
ტრაგედია "ტიტანიკთან" 487 მეტრში მოხდა. ცნობისთვის, "ტიტანი", სადაც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, "ტიტანიკის" ნამსხვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრა. საათისა და 45 წუთის შემდეგ ის რადარებიდან გაქრა.