loader

"ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გამოიყენეთ ის - ნუ უყურებთ სხვას, შეხედეთ იმას, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რისი შესრულება შეგიძლიათ" - ოლივერ ვარჰეი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გამოიყენეთ ის - ნუ უყურებთ სხვას, შეხედეთ იმას, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რისი შესრულება შეგიძლიათ" - ოლივერ ვარჰეი

"კარგად მესმის საქართველოში საზოგადოებრივი განწყობა, მაგრამ ჩემი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ევროპული საბჭოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე აშკარა იყო", - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოს ძლიერი სიგნალი მისცეს, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურია და საქართველომ ის უნდა გამოიყენოს.

„ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია და ჯერ კიდევ აქტიურია, გამოიყენეთ ის, ნუ უყურებთ სხვებს, შეხედეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რისი შესრულება შეგიძლიათ და ქვეყანამ უნდა შეძლოს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, თუ ყველაფერი შესრულდება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.