მიხეილ სააკაშვილი შალვა პაპუაშვილს მიმართავს
თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს, რომ მნახონ? - ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ! - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქგვერდზე" გავრცელებულ განცხადებაში პაპუაშვილს კითხვით მიმართავს, თუ რატომ დაბლოკა სასამართლო პროცესზე მისი ონლაინჩართვა.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს, რომ მნახონ?
რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემსა და თქვენ შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!“ - აცხადებს სააკაშვილი.