loader

"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად... 600 დღის განმავლობაში მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად... 600 დღის განმავლობაში მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია" - ირაკლი კობახიძე

სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრული ფარსი იყო, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.

როგორც კობახიძემ განმარტა, ბოლო 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ, როგორც მატყუარამ, წარმოაჩინა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.