"ეს ხდება წერეთლის გამზირზე, პანთეონის წინ" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"წერეთლის გამზირზე, პანთეონის წინ, მაღალსართულიანი შენობის ფასადიდან ცვივა ფილები, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მარტო კორპუსის მოსახლეობას, არამედ უბანს. კორპუსი ზედ პროსპექტზეა და ათასობით ადამიანი გადაადგილდება დღეში.
სამაშველო სამსახური, ასევე ზედამხედველობა ამბობს, რომ საჭიროა ფილების დემონტაჟი. მოსახლეობამ მოვითხოვეთ აღნიშნული ტერიტორიის ლენტით შემოღობვა. მიუხედავად ამისა, ბევრმა არ იცის, თუ როგორი სარისკო და სიცოცხლისთვის საშიშია იქ გავლა...
მოსახლეობამ მიმართა მერიას. თუ არ მოაგვარებენ პრობლემას, წინააღმდეგ შემთხვევაში გზას გადავკეტავთ. გვეუბნებიან, რომ უნდა უჩივლოთ მშენებელს... საკითხავია, რატომ ჩაიბარა მერიამ?!გთხოვთ, ნუ გაივლით ამ კორპუსის ქვეშ ტროტუარზე." - წერენ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში და ვიდეოს ავრცელებენ.