"ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს?! კეთილი ინებონ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენს მოსახლეობას" - რა განაცხადა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?
ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა. ახლა კეთილი ინებონ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკიდან შორს არასდროს წასულა.