loader

რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე? - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე? - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილებისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმის მოქმედებისას, მსუბუქ ავტომობილებს მოძრაობა 06:00 საათიდან 21:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო სატვირთო ავტომობილებს - 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.