loader

უკრაინაში ტყვეობაში მყოფი ქართველი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში ტყვეობაში მყოფი ქართველი მიმართვას ავრცელებს

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში რუ­სე­თის მხა­რეს მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ნო­დარ ბახ­ტუ­რი­ძე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­შია, ამ­ბობს, რომ სურს, სა­ქარ­თვე­ლოს ან რო­მე­ლი­მე სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვოს. ამის შე­სა­ხებ ბახ­ტუ­რი­ძე უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხ FREEДOM-თან სა­უბ­რობს.

ბახ­ტუ­რიძის თქმით, ის რუ­სეთ­ში კო­ლო­ნი­ა­ში სას­ჯელს იხ­დი­და, სა­ი­და­ნაც და­ნარ­ჩენ პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის, "ვაგ­ნე­რის" რი­გებ­ში და უკ­რა­ი­ნა­ში, ომში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ომის და­წყე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე უკ­რა­ი­ნე­ლებს ტყვედ ჩა­ბარ­და.

ბახ­ტუ­რი­ძე ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე­ვე, რო­გორც ირ­წმუ­ნე­ბა, ფრონტზე გაგ­ზავ­ნამ­დე ორი კვი­რა გა­ა­ტა­რა ლუ­განსკთან ახ­ლოს წვრთნე­ბის­თვის.

მისი თქმით, გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მოჰ­ყვე­ბო­და.

ამ­ბობს, რომ დიდი ხა­ნია თვალს ადევ­ნებს უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებს და გულ­შე­მატ­კივ­რობს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, რად­გან იგი­ვე უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა მის სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

მისი აზ­რით, რუ­სეთ­ში არის ნამ­დვი­ლი ფა­შიზ­მი, რო­მელ­საც პრო­პა­გან­და ხელს უწყობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სებს მო­ნის ფსი­ქო­ლო­გია აქვთ, ხალ­ხი მორ­ჩი­ლია და რე­ვო­ლუ­ცი­ის გან­წყო­ბა არ აქვთ. ბახ­ტუ­რი­ძის აზ­რით, რუ­სეთ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს მხო­ლოდ მა­შინ, როცა ომის შე­დე­გე­ბი ყვე­ლას შე­ე­ხე­ბა.

ვიდეო: "მთავარი არხი"