loader

ვინ არის 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც მცხეთასთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც მცხეთასთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

გუშინ მცხე­თას­თან მომხდარ ავა­რი­ას ერთი პირი ემსხვერ­პლა, სამი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, კე­დელს შე­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მან­ქა­ნა აფეთ­ქდა.

რო­გორც AMBEBi.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

და­ღუ­პუ­ლი 20 წლის თიკო მურ­ჯიკ­ნე­ლია. სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თი­კოს ახ­ლო­ბე­ლი ნინი გი­ორ­გა­ძე აქ­ვეყ­ნებს.

"დღეს კი­დევ 20 წლის ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით ­სავ­სე გოგო შე­ე­წი­რა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას. გუ­შინ მე­სა­უბ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლით სავ­სე, დღეს არ არის. აი, რა დო­ნის უსა­მარ­თლოა სამ­ყა­რო, ასე რო­გორ გა­ი­მე­ტე, უფა­ლო, რომ დე­დამ ცხე­და­რი ვერ და­ი­ტი­როს.

ავა­რია ავა­რი­აა, მაგ­რამ ასე­თი სი­სას­ტი­კე არა­ფე­რი მსმე­ნია, ცე­ცხლში რომ და­იწ­ვა ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო. თინი, ნა­თელ­ში იყა­ვი, ან­გე­ლო­ზო. თურ­მე სამ დღე­ში იუ­ბი­ლა­რი იყა­ვი და ახლა ყვე­ლა ტი­რის შენს სა­ხელს, პა­ტა­რავ. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს მწუ­ხა­რე­ბას. სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია, ეს დიდი ტრა­გე­დი­აა. ნუ მომ­კლავ, ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ სიჩ­ქა­რეს, ია­რეთ ნელა, სიფრ­თხი­ლე ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­სა­ვა­ლია. გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს" - წერს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი.