რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე - ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.
ამ წუთებში რიკოთის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გასუფთავება.