loader

"ეს აპოკალიფსია..." - ნევადის შტატიდან ვრცელდება საშინელი ვიდეოკადრები, სადაც მოსახლეობას ე.წ. მორმონის კრიკეტები შემოესივნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს აპოკალიფსია..." - ნევადის შტატიდან ვრცელდება საშინელი ვიდეოკადრები, სადაც მოსახლეობას ე.წ. მორმონის კრიკეტები შემოესივნენ

ამერიკაში, ნევადის შტატიდან ვრცელდება საშინელი ვიდეოკადრები, სადაც მოსახლებას ე.წ. მორმონის კრიკეტები შემოესივნენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ისინი მიჩვეული არიან, რომ რამდენიმე მათგანი ყოველწლიურად მიგრირებს, თუმცა აქამდე ამდენი არასდროს უნახავთ.

"ეს აპოკალიფსია... მათი ნაკადი არ წყდება. ისინი მთელ ჩემს სახლს იპყრობენ... ისინი არიან ბინძური, საზიზღარი, სუნიანი, უზარმაზარი ამაზრზენი არსებები... ისინი ჭამენ ყველაფერს. გვაქვს 3 ჰექტარი მიწა, სადაც 200 ხე და ვარდის ბუჩქები გვაქვს, რომლებსაც ჭამენ და ანადგურებენ. ეს მწერები არ იკბინებიან და არ არიან შხამიანები, თუმცა ამაზრზენები არიან. ჩვეულებრივ, ე.წ. მორმონი კრიკეტები დაახლოებით ხუთ დღეში მიდიან, მაგრამ ამჯერად ისინი, ადგილზე რჩებიან“, - ამბობს ქალბატონი კოლეტ მაიკ რეინოლდსი.

ადგილობრივი მცხოვრები ჰყვება, რომ მათ გამოიძახეს სამაშველო ჯგუფი, თუმცა მათ უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ.