loader

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 2:0 ამარცხებს - ემოციური კადრები "დინამო არენიდან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 2:0 ამარცხებს - ემოციური კადრები "დინამო არენიდან"

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 2:0 ამარცხებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.

ვიდეო: Geo Team