"ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში" - ირაკლი კობახიძე
ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.