"შემათრია აბანოში თმებით, თავს მარტყმევინებდა, ყელში მიჭერდა, დუში მომიშვირა სახეზე, რომ გავგუდულიყავი... მამაჩემს დანას თავში უმოწყალოდ ურტყამდა" - სავარაუდოდ, მეზობლის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი შოკისმომგვრელ დეტალებს ჰყვება
"შემათრია აბანოში, მამაჩემი ძირს დააგდო, მეც დამაგდო და წამოვდექი. ამ მომენტში მე მუშტი ჩამარტყა თუ წიხლი.... აბანოში შემათრია მერე თმებით. ხმას თან საერთოდ არ იღებდა, „მოგკლავო“, ეს მითხრა მარტო. თავს მარტყმევინებდა, ყელში მიჭერდა და შხაპი მომიშვირა სახეზე, რომ გავგუდულიყავი. მიზეზი არ ვიცი, ხმას არ იღებდა. ჩავარტყი წიხლი და დანა დამარტყა დაბლა, სასქესო ორგანოზე. მე რომ დამაგდებდა, მამაჩემთან გარბოდა და თავში დანას ურტყამდა. ყელზე მომადო დანა, ყელის გამოჭრა უნდოდა და სამჯერვე გავაგდებინე." - სავარაუდოდ, მეზობლის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი "ტვ პირველთან" შოკისმომგვრელ დეტალებს ჰყვება.