loader

"სულ დავლეწავ შუშებს და კედლებს! იცოდეთ, ხალხო, რომ სხვა გზა არ დამიტოვეს" - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულ დავლეწავ შუშებს და კედლებს! იცოდეთ, ხალხო, რომ სხვა გზა არ დამიტოვეს" - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა განცხადებას ავრცელებს

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა თამუნა იარაჯული სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით,12 წლის გაბრიელს საშინელი ტკივილები აქვს და მშობლებს ამ დრომდე არ მიუღიათ კონსილიუმში მონაწილე ექიმების დასკვნა, თუ რომელ კლინიკაში უნდა მიიყვანონ ბავშვი ცუდად გახდომის შემთხვევაში.

"საჯაროდ ვწერ, სულ დავლეწავ შუშებს და კედლებს და იცოდეთ, ხალხო, რომ სხვა გზა არ დამიტოვეს, იმისთვის, რომ ვიცოცხლო, არც ციხის მეშინია. თავისუფლება ადამიანშია და არა ადგილმდებარეობაში! ამოვიდა ყელში და ვისაც ჰგონია, რომ ასე გაივლის, შევაკვდები! ასე უმოქმედობას უკვე ციხე მირჩევნია, იმას მაინც არ ვიფიქრებ, რომ ცუდი დედა ვარ და შვილს ვერ ვეხმარები!

საქართველოს მთავრობა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დამირეკეთ, გესმით, თუ თქვენი ბაბუის საკუთრება გგონიათ ეგ ქვეყანა? ხომ არ შეიშალეთ, გამოდით კონტაქტზე, სანამ გადავედი ჭკუიდან. რა გგონიათ, გაგივათ?! აყროლდა ქვეყანა პრობლემებით. ბავშვის საკითხს ვინ შეგარჩენთ, გველებო. გამოდით, ბაბუთქვენის დატოვებული კი არ არის ეს ქვეყანა" - წერს თამუნა იარაჯული.