loader

რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი "მაკდონალდსის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი "მაკდონალდსის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?

ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში უკვე ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ამასთან, მან ისაუბრა რესტორან „მაკდონალდსთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იყო.

„რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, "მაკდონალდსში", სწორედ ბავშვებში მიმდინარეობდა ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ განმარტებები მოვისმინეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი“, - აცხადებს ღარიბაშვილი.