"გადაწყვეტილება მიღებულია! უმძიმეს მდგომარეობაშია..." - რა განაცხადა კახა კალაძემ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შესახებ
თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა.