loader

"დაკავებულია 8 ადამიანი" - სპეცოპერაციები თბილისის ბარებში, რას ამბობს გრიგოლ გოგოჩაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაკავებულია 8 ადამიანი" - სპეცოპერაციები თბილისის ბარებში, რას ამბობს გრიგოლ გოგოჩაშვილი?

თბილისში გუშინ ღამით, ერთდროულად რამდენიმე ადგილზე, სპეცოპერაცია ჩატარდა, მათ შორის იყო კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში.

არსებული ინფორმაციით, საქმე ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითური სქემით გამოძალვას ეხება. საქმეზე 8 ადამიანია დაკავებული.

"სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.