ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც "ტიტანიკის" ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა - რა დეტალები ხდება ცნობილი
კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი დაიკარგა.
ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.
ჯერჯერობით მედიისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება ბორტზე, თუმცა ცნობილია, რომ ნავი ხუთ ადამიანს იტევს. ოპერატორი კომპანია ამბობს, რომ სამძებრო ეკიპაჟი ტურისტების პოვნასა და მათ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე მუშაობს.
"მთელი ყურადღება ტურისტებისა და მათი ოჯახებისკენაა მიმართული“, - ნათქვამია OceanGate-ის განცხადებაში. OceanGate Expeditions-ი კერძო კომპანიაა, რომელიც წყალქვეშა მოწყობილობებს ზღვაში ექსპედიციებისთვის იყენებს. ტურისტებს ექსპედიციაში მონაწილეობისთვის $250,000-ის გადახდა უწევთ.