loader

პარლამენტთან მაღაროელების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან მაღაროელების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე თავად მაღაროელებიც იმყოფებიან, რომლებიც დედაქალაქში ჭიათურიდან დღეს ჩამოვიდნენ. მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით დახვდნენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები: "გაიფიცე", "ამოკერილი თვალითაც გხედავთ".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.