"გუშინდელი ძებნის შემდეგ, ძალიან გამიკვირდა ეს რომ აღმოვაჩინე, დროა ამაზე ვიფიქროთ" - რას წერენ სოციალურ ქსელში?
"გილოცავთ გუშინდელ კარგად დასრულებულ ამბავს, იმედია მარიამი კარგად გრძნობს თავს. გუშინდელი ძებნის შემდეგ, ძალიან გამიკვირდა უბანში ამდენი მიუვალი და გადაკარგული ადგილი რომ აღმოვაჩინე. ჩაბნელებული, მიტოვებული, გაუვალი ადგილები, ძალიან ბევრი აღმოჩნდა .ჩემი აზრით, დროა, ამ საკითხზე ვიფიქროთ, მგონი სერიოზული პრობლემაა, როცა უბანში ამდენი, როგორც ეძახიან თურმე "შავი ადგილებია". კარგი უბანი ვართ, კარგი ხალხით და იქნებ ვისაც გამოცდილება, ან ცოდნა აქვს, ამაზე ვიფიქროთ." - წერენ დიდი დიღმის ჯგუფში.
გუშინ, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, 11 წლის გოგონა ძაღლის სახლში იპოვეს.