loader

"ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობის" "ქართულ ოცნებად" გადაქცევის მცდელობას" - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობის" "ქართულ ოცნებად" გადაქცევის მცდელობას" - ნიკა მელია

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე პარტიის მოქმედ მენეჯმენტს აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ნიკა მელიას განცხადება ფეისბუქ გვერდ "ნიკა მელიას მხარდამჭერებზე" ვრცელდება და მასში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის ქართულ ოცნებად გადაქცევის მცდელობა:

"რასაც დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, არის ნაციონალური მოძრაობის ქართულ ოცნებად გადაქცევის მცდელობა, ისე რომ სახელისა და პარტიის ნომრის გარდა, არ დატოვონ სხვაობა....ოცნებამაც ტყუილი დაპირებებით მოიგო და კეზერაშვილ/მერაბიშვილმაც.მიშას ძალიან მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ, 2024-ში კეზერაშვილი/მერაბიშვილის წაგების ფორმულით...."მოქმედმა" მენეჯმენტმა არჩევნები მოითხოვა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი იყო უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებელი და გადასარჩენი, წარმოადგინა ეს პერსპექტივა როგორც შესაძლებელი და გასცა შესაბამისი კონკრეტული დაპირებები....შექმნა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის "შტაბი", დაუნიშნა ხელმძღვანელი, ოფისებს დაარქვა ‘სააკაშვილის გადარჩენის შტაბი’.იყო უწყვეტი აქციების დაპირება და ვნახეთ წყვეტილი, უღიმღამო 50 კაციანი შეხვედრები, რაც პრობლემის აქტუალიზაციის გარდა, ყველაფერს ემსახურებოდა...პირველ რიგში კი საკითხის მარგინალიზაციასა და აქტუალობისაგან დაცლას. განაცხადეს, რომ გადადიან "მუშაობის საგანგებო რეჟიმზე", თუმცა ვერაფერს ვხედავთ გარდა "მოქმედი" მენეჯმენტის უმოქმედობისა გაცემული დაპირებების მიმართულებით და დანაშაულებრივი მოქმედებებისა პარტიის განადგურების გზაზე.ახლა ამომრჩეველი იმსახურებს პასუხს, დაპირების შესრულების ანგარიშს - ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია, აკეთო ის რისთვისაც აგირჩიეს და არა ის რაც გინდა ან "მმართველებმა" დაგავალეს.ბოლო პერიოდში კი ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა კი არა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც კი მთლიანად გაქრა ინფორმაცია ყველა სივრციდან!სიცრუეზე არც დემოკრატია შენდება, არც მომავალი და ვერც ევროპისკენ წავა ეს გზა!" - წერს ნიკა მელია.