“სულ მალე 5-ლარიანიც “ხურდა” გახდება, შეინახეთ სამუზეუმო ექსპონატად“ - რას წერს ეკონომისტი ოთო აბესაძე?
ეკონომისტი, პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დილა მშვიდობის, საშუალო ხელფასით 1 716-ლარიანო ერო ჩემო.
P.S. ყოველ 3 თვეში საშუალოდ 240 ლარით იზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი.
P.P.S. ადრე ქაღალდის 1 და 2-ლარიანები ხომ გახსოვთ? სულ მალე 5-ლარიანიც “ხურდა” გახდება. შეინახეთ სამუზეუმო ექსპონატად.“