მწვავე დაპირისპირების კადრები პარლამენტიდან - ანი წითლიძე და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის სასესიო დარბაზში პლენარული სხდომის შესვენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დარბაზში მედია არ იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება ოპოზიციის მხრიდან „მოღალატის“ შეძახილმა გამოიწვია.