loader

“4 მანქანით რომ დადის ოჯახი, გააჩერონ ის მანქანები! საგანგაშო სტატისტიკაა ჰაერის დაბინძურების მიმართულებით“ - ზურა ხაჩიძე კრიტიკოსებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“4 მანქანით რომ დადის ოჯახი, გააჩერონ ის მანქანები! საგანგაშო სტატისტიკაა ჰაერის დაბინძურების მიმართულებით“ - ზურა ხაჩიძე კრიტიკოსებს პასუხობს

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მეტროთი მგზავრობისას ვიდეო გადაიღო და საზოგადოებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისკენ მოუწოდა. თუმცა ვიდეოს, პოზიტიურთან ერთად, უამრავი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ზურა ხაჩიძემ განმარტა:

“ერთს დავწერ და აღარ შემოვალ არავისთან პოლემიკაში! ეს ვიდეო გადავიღე იმისთვის, რომ არ მინდა ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ მოწამლული ჰაერი; მინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო მისაღები ადამიანებისთვის; მინდა, ვინც არა დადის, იმათ მივცე მაგალითი და რაც მთავარია, 4 მანქანით რომ დადის ოჯახი, გააჩერონ ის მანქანები. საგანგაშო სტატისტიკაა ჰაერის დაბინძურების მიმართულებით. აქ არ დევს ის ვიდეო, სადაც ბევრი ხალხია, ამ დროსაც მომიწია მგზავრობა. სრულიად უწყინარი მოწოდება და რჩევა მივეცი, ვინც არ კადრულობს მეტროს! წარმატებები და ბოდიში, თუ გაგაღიზიანათ ჩემმა მოწოდებამ!“ - წერს ზურა ხაჩიძე და გამომწერების შეკითხვებსაც პასუხობს.

- “თქვენი ოჯახი რამდენი მანქანით დადის?“ - ეკითხება მას "ფეისბუქის" მომხმარებელი, რაზეც ხაჩიძე პასუხობს:

“არცერთით, ოჯახში მხოლოდ მე მყავდა და ისიც გავყიდე!..“

- “ანუ ხათუნა მეტროთი დაგყავთ ვირუსების კორიანტელში?“

ზურა ხაჩიძე: "ხათუნა ავდმყოფობის მერე სახლიდან გარეთ საერთოდ იშვიათად გამოდის და ისიც მე მიმყავს! როცა მანქანა მყავდა.“