“ბავშვთან ერთად ვმგზავრობდი; ისე დაისტრესა, ტირილი დაიწყო“ - კონტროლიორისა და მოქალაქეების დაპირისპირების ამსახველი კადრები
“პიკის საათში ამოვიდნენ პეკინზე და მინიმუმ 20-30 წუთი გააჩერეს სამარშრუტო ტრანსპორტი. პარალელურად პეკინზე ამის გამო შეიქმნა საცობი.
ბავშვთან ერთად ვმგზავრობდი, რომელიც საკმაოდ შეგნებული ადამიანია, მაგრამ ისე დაისტრესა ამ პატრულის ძახილით და ყვირილის ხმით, ტირილი დაიწყო. მე როგორც ვიცი, მგზავრობის დასრულებამდე გვაქვს უფლება ბილეთის აღების, ესენი ამბობდნენ, მგზავრობის დაწყების დროს უნდა აეღო მგზავრს ბილეთიო. დაბლოკეს ბარათის მისადები აპარატი და აღარ მისცეს საშუალება არავის ბილეთის აღების.
ისედაც ძალიან ცუდად მოძრაობს ტრანსპორტი, ისედაც დისკომფორტში გვიწევს მგზავრობა და კიდევ ეს ძალადობრივი მეთოდებით ქცევა რა მოიგონეს?!“ - აქვეყნებს ანონიმური პიროვნება ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“.