ქობულეთში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა
TV 25-ის ინფორმაციით, ქობულეთში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რუსთაველის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.