"არავინ არ იცის, აქ დაბადებული ბავშვი რომელ წყვილს გაჰყავს; არსებობს ინფორმაციები, რომ ერთსქესიან წყვილებს მიჰყავთ" - ირაკლი ღარიბაშვილი სუროგაციის შესახებ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია.