loader

"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რა ხდება ცნობილი ეგვიპტეში მომხდარზე?

8 ივ­ნისს ეგ­ვიპ­ტე­ში, ჰურ­გა­დის ტუ­რის­ტულ სა­ნა­პი­რო ზოლ­ში, 23 წლის რუსი ტუ­რის­ტი ვლა­დი­მერ პო­პო­ვი ზვი­გენ­მა შე­ჭა­მა. იმ დღეს ბიჭი სა­ნა­პი­რო­ზე მა­მას­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად მი­ვი­და. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, 20 წამ­ში... მაშ­ვე­ლე­ბის თქმით, მათ ახალ­გაზ­რდის­კენ მა­შინ­ვე გა­ცუ­რეს, რო­დე­საც ყვი­რი­ლი გა­ის­მა, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ტრა­გე­დი­ას 23 წლის მაშ­ვე­ლი მო­ჰა­მე­დი შე­ეს­წრო. ხუთ­შა­ბათს ის კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე მო­რი­გე­ობ­და. მისი თქმით, იმ დღეს სა­ცუ­რაო პი­რო­ბე­ბი იდე­ა­ლუ­რი იყო.

"რო­დე­საც მის­კენ მივ­ცუ­რავ­დი, წყა­ლი წით­ლად შე­ი­ღე­ბა. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ მას ხელი აღარ ჰქონ­და. შემ­დეგ კი ზვი­გე­ნი გა­მოჩ­ნდა. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდე­ბო­და. იქვე ახ­ლოს ქალი ცუ­რავ­და. მისი ნავ­ში ჩას­მა და ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ, შემ­დეგ კი ისევ გავ­ცუ­რეთ მა­მა­კა­ცის­კენ. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვარ. მას შემ­დეგ არ მძი­ნე­ბია და ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვაზ­როვ­ნებ”, - იხ­სე­ნებს მაშ­ვე­ლი.

ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მაშ­ველს ზვი­გე­ნი აღარ დახ­ვედ­რია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზვი­გე­ნი და­ი­ჭი­რეს.

"თავ­და­პირ­ვე­ლად გვე­გო­ნა, რომ ორ­სუ­ლი მდედ­რი ზვი­გე­ნი იყო, რად­გან მას უზარ­მა­ზა­რი მუ­ცე­ლი ჰქონ­და. რო­დე­საც გავკვე­თეთ, შიგ­ნით გარ­დაც­ვლი­ლის თავი და ხელი ვი­პო­ვეთ", - გა­ნა­ცხა­დეს მე­დი­ას­თან მე­თევ­ზე­ებ­მა.

ზვი­გე­ნი ორმა ად­გი­ლობ­რივ­მა მე­თევ­ზემ ბა­დით და­ი­ჭი­რა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ჰა­მი­დი, მე­დი­ას­თან ჰყვე­ბა, რომ მტა­ცებ­ლის ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა­ში 15 ადა­მი­ა­ნი და­ეხ­მა­რა.

ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე