loader

"უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი - გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი - გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გამარჯვება გარდაუვალია.

„პირველი 2-3 კვირა იქნება ყველაზე რთული, მაგრამ უკრაინული ხასიათი არის ძალიან მიმწოლი და გამორიცხულია, რომ მოეშვან და არ გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზები.

რუსებს ძალიან გაუხარდათ რომ დააზიანეს ლეოპარდ 1 (ძველი მოდელის გერმანული ტანკი), მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აჩერებს ჩვენს წინსვლას მთელს ფრონტზე და კიდევ ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი ქართველი მებრძოლი ცოცხალი გადარჩა.

გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი“, - წერია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.