loader

ასპინძაში, მდინარე მტკვარში 15 წლის გოგოს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასპინძაში, მდინარე მტკვარში 15 წლის გოგოს ეძებენ

ასპინძაში, მდინარე მტკვარში 15 წლის გოგოს ეძებენ. მოზარდი დღეს საღამოს, ადიდებულმა მდინარემ მაშინ გაიტაცა, როდესაც თანატოლებთან ერთად საბანაოდ გავიდა და წყალმა წაიღო. მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესში სამაშველო სამსახურია ჩართული. შემთხვევა ასპინძაში ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მოხდა.

პარალელურად, მაშველები ეძებენ 5 მაისს, მდინარეში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს. 28 წლის გიმზერ კაველიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში დაიკარგა. მისი ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხე-ბორჯომის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.