loader

“უღრმესი მადლობა შენ და შენს მშობლებს, ასეთად რომ გაგზარდეს“ - სანზონაში გადაღებული ემოციური კადრები ინტერნეტში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უღრმესი მადლობა შენ და შენს მშობლებს, ასეთად რომ გაგზარდეს“ - სანზონაში გადაღებული ემოციური კადრები ინტერნეტში ვრცელდება

“მოგესალმებით. ჩემი სიხარული მინდა გაგიზიაროთ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ბიჭის ქცევით, ღრმაღელის მეტროსთან შუქნიშანზე მოხუცი ქალბატონი იდგა 2 ყავარჯნით. ყველა გადმოვიდა, ბებო დარჩა, მაგრამ ერთი ახალგაზრდა ბიჭი დაბრუნდა, ბებოს მოჰკიდა ხელი და გადმოიყვანა.

მთელი გზა ხელმოკიდებული მოჰყავდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ვიდეო გადავუღე. იქნებ აქ არის ვინმე, ვინც იცნობს ამ ახალგაზრდას. უღრმესი მადლობა შენ და მადლობა შენს მშობლებს, ასეთად რომ გაგზარდეს.

მეამაყება ასეთი ადამიანები. ვიდეოს ვდებ და ბოდიშს ვიხდი, თუ პროფესიონალურად არაა გადაღებული.“ - წერს ნანა მაჭარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.