loader

"ამ რიტუალით გადმოიცემა, რომ ღმერთი უპირატესია, რომ ჯერ ღმერთია და მერე ადამიანი" - "ხატით გადათელვა“ - რას ნიშნავს ლომისობაზე გადაღებული რიტუალი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ რიტუალით გადმოიცემა, რომ ღმერთი უპირატესია, რომ ჯერ ღმერთია და მერე ადამიანი" - "ხატით გადათელვა“ - რას ნიშნავს ლომისობაზე გადაღებული რიტუალი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა

აღდგომიდან მერვე კვირას მთაში ლომისობა აღინიშნება. ეს ძველი ხალხური დღესასწაულია, რომელიც ქრისტიანულ და წარმართულ ელემენტებს აერთიანებს.წლევანდელი ლომისობიდან გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია დღესასწაულის ერთ-ერთი რიტუალი ე.წ. ხატით გადათელვა - მიწაზე დაწოლილ ხალხს რამდენიმე ადამიანი ხატითა და ჯვრით ხელში გადაუვლის. ბევრმა ეს რიტუალი პირველად სწორედ ამ ვიდეოში ნახა.

ზურა ბურდული, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს ამ რიტუალში, ჰყვება, რომ ხატი უჭირავს სოფლის რჩეულ დეკანოზს. ბურდულების გვარიდან ირჩევენ ოთხ მნათესაც. მიუხედავად იმისა, რომ იგივე სახელები ჰქვიათ, არც დეკანოზი და არც მნათეები სასულიერო პირები არ არიან.

რიტუალის ერთ-ერთი ნაწილია „ხატით გადათელვა“. დღესასწაულზე მისულები მიწაზე წვებიან, იმან კი, ვისაც ხელში ხატი უჭირავს, მათ ზურგებზე უნდა გადაიაროს.

ზურა ბურდული ამბობს, რომ ეს რიტუალი ყოველწლიურად ტარდება და გამოხატავს ღმერთის, ხატის უზენაესობას ადამიანზე.

„ეს ნიშნავს, რომ ღმერთთან, ხატთან, ეკლესიასთან ყველა ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს. „გადათელვის“ უფლება მხოლოდ იმ ოთხ ადამიანს აქვს, რომელთაც ხატი უჭირავთ. ამ რიტუალით გადმოიცემა, რომ ღმერთი უპირატესია, რომ ჯერ ღმერთია და მერე ადამიანი, - ამბობს ზურა ბურდული, - ჯერ წვებიან ბავშვები და მერე დიდები, ეს იმიტომ, რომ ბავშვმა ღვთის და ხატის პატივისცემა დაბადებიდან იცოდეს. საუკუნეებისაა ეს ტრადიცია და ჯერ არც ბავშვი დაშავებულა, არც - დიდი“.

სტატიის ვრცლად სანაცავად გადადით ლიკზე https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/32449076.html?fbclid=IwAR04_QYTKLR2X4KXJeUvgYDL0LmnBMEFVjXvCvGrh6aHOvtHJM7G1TfRII4