"ეს ხდება ვაჟა-ფშაველას მე-II კვარტალში..." - ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც სავარაუდოდ მიუსაფარ ძაღლებზე თავდასხმას ასახავს
სოციალური ქსელის მომხმარებელი მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს ვიდეოს და წერს რომ მიუსაფარ ძაღლებს თავს ესხმიან და ჟოხებს ურტყავენ. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი თბილისში, ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში მოხდა. მოქალაქე პოლიციას მოუწოდებს იმოქმედონ.
"ეს ხდება ვაჟა-ფშაველას მე-II კვარტალში... სად ხართ ?! შინაგან საქმეთა სამინისტრო სად არის მედია?! საღამოს 8 საათზე შევიკრიბოთ ვაჟას ძეგლთან და მივიდეთ! მიუსაფრების ბედი ვისაც გადარდებდთ, მოდით! მარტო კომენტარების წერა არ გამოვა! გაინძერით!"