აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სკანდალური განცხადება - "საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევს"
POLITICO აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიენზე დაყრდნობით იმ ქვეყნებზე წერს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ო’ბრაიენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა 5 ქვეყანა. ესენია - თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სომხეთი.