"იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ ეს კომენტარი თუ საინფორმაციოსთვის?" - იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტებს
ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას, 2024 წლის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას შეეხებოდა.