loader

რას ამბობს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მარიტა მაზიაშვილის და? - "15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა... მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მარიტა მაზიაშვილის და? - "15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა... მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო"

"მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა" - ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მარიტა მაზიაშვილის უფროსი და.

მაია მაზიაშვილი უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყოფილ სიძეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, ბრალდებული წამალდამოკიდებულია და ამიტომ გადიოდა მკურნალობას კლინიკაში.

"ტყუილია, ტყუილია. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს"...

მოკლული ქალის და ამბობს, რომ მარიტას ყოფილი ქმრის მუქარის თაობაზე სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს.

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისში 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი ნაქირავები მანქანით გლდანის ხევში გადააგდო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.