„თავისუფლება ჩვენს ერთიანობაშია“ - 26 მაისის მილოცვა აფხაზ და ოს ახალგაზრდებს ქართველი თანატოლებისგან
თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის (წინამძღვარი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე) სამრევლოს მონაწილეობითა და ორგანიზებით შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელშიც ახალგაზრდები აფხაზ და ოს თანატოლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ულოცავენ. ვიდეოკლიპში მონაწილეობა სამრევლოს 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.