loader

"მაქვს ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე. ჯან­საღ სხე­ულ­ში ჯან­სა­ღი სუ­ლია - მე ვარ თქვე­ნი მი­სის რუ­სე­თი, ჩემი ქვე­ყა­ნა ჩემი ძა­ლაა" - "მი­სის რუ­სე­თი" ნა­ტა­ლია ოს­კარ­ი კრიტიკოსებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაქვს ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე. ჯან­საღ სხე­ულ­ში ჯან­სა­ღი სუ­ლია - მე ვარ თქვე­ნი მი­სის რუ­სე­თი, ჩემი ქვე­ყა­ნა ჩემი ძა­ლაა" - "მი­სის რუ­სე­თი" ნა­ტა­ლია ოს­კარ­ი კრიტიკოსებს პასუხობს

გუ­შინ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის "მი­სის რუ­სე­თი - 2023“-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ნა­ნატ­რი გვირ­გვი­ნი შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­ტა­ლია ოს­კარ­მა მი­ი­ღო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ტა­ლია ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ქალი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა. ისი­ნი წერ­დნენ, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ქალს ამ­დე­ნი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია ჰქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი და ის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში იმარ­ჯვებ­დეს. დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რე­ბის შემ­დეგ ნა­ტა­ლია ოს­კარ­მა რუ­სულ მე­დი­ა­ში მის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ ნე­გა­ტი­ურ შე­ფა­სე­ბებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ეს არ ანაღ­ვლებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა სი­ძულ­ვილს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს მათი აზ­რია. მათ აქვთ ამის უფ­ლე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო არ არის დრო­ის და­კარ­გვა იმის წა­კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩემი გა­მარ­ჯვე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო. მე ჩემი გზით მივ­დი­ვარ. ვიცი, რომ კონ­კურ­სის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვემ­ზა­დე და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დავ­ხარ­ჯე.დღე­ში ორი სა­ა­თი გვე­ძი­ნა. ბევ­რი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღა­ლა, მაგ­რამ მე მათ ვამ­ხნე­ვებ­დი: "გო­გო­ე­ბო, ამ­ხე­ლა გზა გა­ვი­ა­რეთ. არ გა­ბე­დოთ და­ნე­ბე­ბა! ბო­ლომ­დე უნდა მიხ­ვი­დეთ“. გუ­შინ მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დეს, ამ­ბო­ბენ, რომ მე მათ მო­ტი­ვა­ცია მი­ვე­ცი. ჩვენ ყვე­ლა ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ კონ­კურ­სის, რად­გან ეს არის დიდი ტრანსფორ­მა­ცია, მუ­შა­ო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, გამ­ძლე­ო­ბა­ზე. რა თქმა უნდა, რთუ­ლია მთე­ლი დღე მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით სი­ა­რუ­ლი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ძილი და დი­ლი­დან შუ­ა­ღა­მემ­დე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დგო­მა... კარ­გით, ბო­დი­ში, შე­გიძ­ლი­ათ გძულ­დეთ. ეცა­დეთ თა­ვად გა­ი­ა­როთ ეს გზა!”

გვირ­გვი­ნის მფლო­ბე­ლი ასე­ვე გულ­გრი­ლია ბრალ­დე­ბე­ბის მი­მართ, რომ თით­ქოს მისი გა­რეგ­ნო­ბა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გია. ქალი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მოხ­დე­ნი­ლი ფი­გუ­რა და ლა­მა­ზი სახე თვით­დის­ციპ­ლი­ნის შე­დე­გია.

"კვი­რა­ში ორ-სამ­ჯერ ტრე­ნერ­თან ერ­თად სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ვი­ცავ დი­ე­ტას, ტკბი­ლე­ულს არ ვჭამ. ეს მეხ­მა­რე­ბა ლა­მა­ზად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რია. მაქვს ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე. ჯან­საღ სხე­ულ­ში ჯან­სა­ღი სუ­ლია“ - ამ­ბობს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.ნა­ტა­ლი­ამ გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა ნა­ნატ­რი გა­მარ­ჯვე­ბამ­დე.

ჯერ კი­დევ 2019 წელს მან მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის დე­დოფ­ლის კონ­კურ­სში, სა­დაც მხო­ლოდ მო­დის დე­დოფ­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. გარ­და ამი­სა, ცდი­ლობს, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა აი­წყოს.

"მე ვარ თქვე­ნი მი­სის რუ­სე­თი. ჩემი ქვე­ყა­ნა ჩემი ძა­ლაა“ - შარ­შან ამ ში­ნა­არ­სის სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე და ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გა­ვავ­რცე­ლე. ჩემი სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შე­უყ­ვარ­და ყვე­ლა კონ­კურ­სანტს. ცრემ­ლე­ბით მე­კი­თხე­ბოდ­ნენ "ნა­ტა­შა, ეს შენ და­წე­რე? სიმ­ღე­რა იმ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, სულს წვდე­ბა. ჩემ­თვის ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, როცა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ამ სიმ­ღე­რით გავ­ხსნი­დით ფი­ნალს“, – გა­ა­ზი­ა­რა მან.

ნა­ტა­ლი­ას წინ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი "მის სამ­ყა­რო“ ელო­დე­ბა. ის საკ­მა­ოდ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობს თავს, რად­გან თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს უცხო ენა­ზე.

"ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვუ­ტა­ნო. ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ადეკ­ვა­ტუ­რად წარ­მო­ვად­გენ ჩემს ქვე­ყა­ნას. უკვე და­ვი­წყე სიმ­ღე­რის წერა ინ­გლი­სურ ენა­ზე...“ - "მი­სის რუ­სე­თი".