loader

"პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს - ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას" - ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს - ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას" - ადვოკატი

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, პირს, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და და ხევ­ში გა­და­აგ­დომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და ასე­ვე, სის­ტე­მა­ტუ­რად იღებ­და ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებს.

"ამ ეტაპ­ზე ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა, არ აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებთ. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, იქ გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას და სის­ტე­მა­ტუ­რად სვამ­და ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მის დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალს 7 ივ­ნისს წა­რუდ­გე­ნენ.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლის­ში კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი მან­ქა­ნა­ში თო­კით გა­გუ­და და მე­ო­რე დღეს ხევ­ში გა­და­აგ­დო.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ლ. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.