"გთავაზობთ კიდევ ერთ ჩანაწერს... დაურეკა თითოეული თანამშრომლის ოჯახის წევრებს, მათ მეგობრებსა და ნათესავებს და მკაცრად ითხოვდა ვიდეოს სოციალური ქსელიდან აღებას." - რას წერს "რეტროს“ ყოფილი მენეჯერი
სახაჭაპურე „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი, მარია ზოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მხარდაჭერის გამო ბევრად ძლიერები ვართ.საქართველოში მშრომელები უკვე ძალიან დიდი ხანია ვიჩაგრებით და ვხდებით არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები. მჯერა, რომ დრო მოვიდა ყველამ ამოვიღოთ ხმა ამ გამძვინვარებული ტენდენციის წინააღმდეგ. ჩვენ ადამიანები ვართ, თავისუფალი ადამიანები და არა მონები! თავისუფალი ადამიანის დამარცხება კი, რომლისკენაცაა სიმართლე ასე მარტივად არ დამარცხდება !
ასევე, რეტროს ყოფილი თანამშრომლები ვეხმაურებით მოძალადის ადვოკატის პირველ კომენტარს, რომელიც აბსოლუტურ სიცრუეზეა დაფუძნებული ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტი ე.წ „ჩაის“ საკითხზე დაიწყო, რომელშიც თურმე საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია. აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ ჩანაწერს, სადაც ნათლად ისმის ამ სიტყვების საპირისპირო. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არცერთ თანამშრომელს კონფლიქტი არ დაუწყია, ორივე ვიდეოში მკაფიოდ ჩანს ვინ ქმნის ტოქსიკურ და შემდგომ უკვე ძალადობრივ გარემოს. მხოლოდ იმის გამო, რომ თანამშრომელმა პრეტენზია გამოთქვა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და თქვა, რომ უსამართლოა. მხოლოდ ეს სიტყვა ვერ აიტანა თეიმურაზ ვარშანიძემ.
იმის მაგივრად, რომ მოიხადოს ბოდიში და აღიაროს დანაშაული აქეთ გვდებს ბრალს მისივე დაწყებულ ძალადობაში. სამწუხაროდ მისი ეს ქმედება არ გაგვკვირვებია.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ერთსულოვანი მხარდაჭერისთვისა და ასეთი ძლიერი სოლიდარობისთვის. სწორედ თქვენი დახმარებით შევძელით ყოფილი დამსაქმებლის მხრიდან აგვეტანა ის ზეწოლა, რომელსაც ვიდეოს დადების შემდეგ თეიმურაზ ვარშანიძის მხარე ახდენდა. დაურეკა თითოეული თანამშრომლის ოჯახის წევრებს, ოჯახის წევრის მეგობრებსა და ნათესავებს. მკაცრად ითხოვდა ვიდეოს სოციალური ქსელიდან აღებას.
საქართველოში ფეოდალების ხანა დასრულდა. საბჭოთა კავშირის გადმონაშთებმა, გაზულუქებულებმა და მოძალადეებმა ვეღარ უნდა გვაცხოვროს ასეთ მძიმე მდგომარეობაში.
გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ჩვენი გვერდში დგომა. ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ 15 ადამიანის“