"ყველაფერი წყალშია, თევზაობა შეგიძლია“ - ცხოველების გადასარჩენად მობილიზებული მოსახლეობა, დატბორილი ხერსონის დიდების პარკი და ავტომაგისტრალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე „კრიტიკულ ზონაში“ დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებითა და მატარებლით მიმდინარეობს.
ამასთან, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქების გამო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე.