“საცოდაობა ტრიალებს, ყველაფერი იძირება“ - უკრაინული მედია ხერსონის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციის კადრებს აქვეყნებს
უკრაინული მედია ხერსონის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციის კადრებს აქვეყნებს.
კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ წყალდიდობის გამო ხერსონის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. წყალმა საცხოვრებელი სახლები დაფარა, მდინარე კოშევაია კი ნაპირებიდან გადმოვიდა.
მთლიანად დაიტბორა და წყლით დაიფარა ხერსონის “დიდების პარკი“.
“საცოდაობა ტრიალებს, ყველაფერი იძირება“ - წერენ ადილობრივები ვიდეოს კომენტარებში.