loader

"შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ... შაბათს სამსახურში ვნახეთ" - ვინ იყო ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ... შაბათს სამსახურში ვნახეთ" - ვინ იყო ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი?

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი მოკ­ლა და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი ხევ­ში გა­და­აგ­დო. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 31 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლია. იგი მე­უღ­ლეს და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ და­შორ­და. გარ­დაც­ვლილს 11 წლის გო­გო­ნა დარ­ჩა. "მარი ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ლაღი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, გვერ­დში დგო­მა იცო­და. შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში ვნა­ხეთ, არა­ფე­რი უთ­ქვამს, რომ პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ჩვენც შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით" - გვიყ­ვე­ბი­ან გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­გორც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მა­რი­ტა­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნა თო­კით გა­გუ­და. მე­ო­რე დღეს კი ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და და ხევ­ში გა­და­ა­გდო. განაგრძეთ კითხვა