"თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ!" - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფედერალური კანცლერის მიწვევით, გერმანიაში ვიზიტს გეგმავს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა გამოსვლაში გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, რისთვისაც მისი მადლიერია.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს დაბარება კანცლერის მხრიდან და უკავშირდება თუ არა ეს ვიზიტი ბრატისლავაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენელს მოუწოდა, პირველ რიგში, ქვეყანასა და მისი ინტერესების დაცვაზე იფიქროს და მერე შეასრულოს ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები.