"ერთი ფეხმძიმე მოკლეს, 4 ადამიანი დაჭრეს" - გაუგონარი ტრაგედია კახეთში, რას ჰყვებიან ადგილობრივები, წლების წინ მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე?
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც გაუგონარი ტრაგედიის მომსწრეა. 1921 წელს მე-11 არმიის რუსმა ჯარისკაცებმა ელაშვილების ოჯახში 17 ადამიანი ერთ ღამეში ამოხოცეს, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, მეძუძური დედა და ორსული ქალი.
ნასვამ რუს ჯარისკაცებს ელაშვილების ოჯახში დიდძალი ფული ეგულებოდათ. ყაჩაღებმა, პირველ რიგში, ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. სწორედ ამ დროს ოჯახის დიასახლისმა მძარცველთა შორის ნათლიის ძმა - პეჩინსკი ამოიცნო. პეჩინსკის შურისძიების შეეშინდა და ოჯახის ყველა წევრის მოკვლის განკარგულება გასცა...
სიუჟეტი არქივიდან.