"ეს ხდება დილიდან.... მოიყვანეს დამხმარე შავებში ჩაცმული კაცები" - რა კადრები ვრცელდება ცინცაძის ქუჩიდან?
ცინცაძის ქუჩაზე ადგილობრივები 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, უკვე მიიტანეს სამშენებლო მასალა.
"დღეს დილით ეზოში უკანონოდ!! შემოჰქონდათ სამშენებლო მასალა. მოიყვანეს ამხელა დამხმარე შავებში ჩაცმული კაცები. კანონიერი რომ ყოფილიყო, დახმარება არც დასჭირდებოდათ." - წერენ სოციალურ ქსელში.