loader

"მამათქვენისაა, ბიძათქვენისაა თუ ვისია?! არ გაწყობს, წადი" - ბათუმში, რესტორან "რეტროში", თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ობიექტის მფლობელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამათქვენისაა, ბიძათქვენისაა თუ ვისია?! არ გაწყობს, წადი" - ბათუმში, რესტორან "რეტროში", თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ობიექტის მფლობელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“, თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს ჰკრავს და დაწესებულებიდან აგდებს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.